ახალი ამბები
ზესტაფონში სოფელ ზოვრეთის მოსახლეობა "ჯეოსელს" სასამართლოში უჩივის
FaceBook
სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გაიმართება.

ზესტაფონის სოფელ ზოვრეთში კომპანია "ჯეოსელის" გადამცემი ანტენების დამონტაჟების საკითხმა სასამართლოში გადაინაცვა.
სოფლის მოსახლეობა კომპანია "ჯეოსელს" უჩივის.
სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გაიმართება.  ადგილობრივი მცხოვრებლები "ქუთაისიპოსტან" საუბარში განმარტავენ, რომ ორმო, რომელიც "ჯეოსელის" ანძის დამონტაჟებისათვის იყო გამზადებული, ამოვსებულია.
"უკვე დიდი ხანია ამოვავსეთ ორმო, რადგან ველოდებით სასამართლოს გადაწვეტილებას". - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, ნანი შავგულიძე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის მოსახლეობა ტერიტორიას, სადაც კომპანია "ჯეოსელი" გადამცემი ანტენების დამონტაჟებას აპირებდა, 24 საათიან რეჟიმში დარაჯობდა.
"ჯეოსელში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 
თეკლე მორგოშია



Print