ახალი ამბები
„ტორპედომ“, პრობლემებზე სასაუბროდ მედიასთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო
FaceBook

„ტორპედომ“ კლუბში არსებულ პრობელმებზე სასაუბროდ მედიასთან 14 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

კლუბის ადმინისტრაცია ფეისბუქის ოფიცილურ გვერდზე წერს, რომ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს განცხადება  16 სექტემბერს, „საბურთალოსთან“ მატჩის შემდეგ გააკეთონ.

 

 

„16 სექტემბერს „ტორპედოს“ სტუმრად „საბურთალოსთან“ მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, „ტორპედო“ კი, ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის. შესაბამისად, ახლა კლუბისთვის თითოეული ქულა უძვირფასესია. ფეხბურთელებმა ამჯერადაც გაითვალისწინეს კლუბისა და გულშემატკივრის ინტერესი. თითოეული მათგანი გრძნობს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრის წინაშე, რომელიც მათგან მხოლოდ წარმატებას ელის. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხვალ და ზეგ გუნდი ჩვეულებრივ ივარჯიშებს, მოახლოებული მატჩისთვის სათანადოდ მოემზადება, განცხადება კი „საბურთალოსთან“ თამაშის შემდეგ გაკეთდება“, – წერია კლუბის განცხადებაში.

 

13 სექტემბერს კლუბის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც  14 სექტემბერს  ფეხბურთელები კლუბის ხლმძღვანელობასთან ერთად ჟურნალისტებს შეხვდებოდნენ და ყველა იმ პრობლემაზე  ისაუბრებდნენ, რაც კლუბში ფინანსური კრიზისის გამო შეიქმნა.

 

„ტორპედოში“ რამდენიმე თვეა  ფინანსური კრიზისია.  სახელფასო დავალიანების გამო, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქუთაისური კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს.  „ფანკლუბის“ წევრები აცხადებენ, რომ ფეხბურთელებს საკვებიც არ აქვთ.  კლუბის გულშემატკივრები,  ფინანსების მოსაძიებლად,  ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდთან შუამდგომლობის ვალდებულებას ქუთაისის მერს აკისრებენ. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბში არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება რომ  მოეხდინა,  მდგომარეობა ასე აღარ გამწვავდებოდა.

 

 

 

 

 

 

Print