ახალი ამბები
ქუთაისის მერია საახალწლო განათების შესაძენად 100 000 ლარზე მეტს დახარჯავს
FaceBook

ქუთაისის მერია საახალწლო  სამზადისს უჩვეულოდ ადრე იწყებს.


საახალწლო განათების შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადდა.  

როგორც ირკვევა,  სადღესასწაულო  მორთულობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ამ თანხით მერია რამდენიმე სახეობის, სხვადასხვა ტიპის გასანათებელ მოწყობილობას შეიძენს.

 

ეს ის თანხაა, რაც მერიამ გასულ წელს ჯამში დახარჯა საახალწლო განწყობის შესაქმნელად.

Print