ახალი ამბები
ქუთაისის მერმა „ტორპედოს“ ფანკლუბის წევრი, დირექტორის მოადგილედ დანიშნა
FaceBook

ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ „ტორპედოს“  ფანკლუბის წევრებთან შეხვედრაზე, ერთ-ერთი გულშემატკივარი, ლევან ფილიპაშვლი,  კლუბის დირექტორის მოადგილედ დაასახელა.


 

მას შემდეგ, რაც  ლევან ფილიპაშვილმა კლუბში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა, ქალქის მერმა განაცხადა, რომ იგი თემურ ჩეჩელაშვილის მოადგილედ დაინიშნებოდა, თუმცა, ლევან ფილიპაშვილმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მან ამის შესახებ წინასწარ იცოდა.


„ვიცოდი წინასწარ, ბიჭებმა მითხრეს“,-განაცხადა ლევან ფილიპაშვილმა.


კლუბის   დროებითი მმართველი ამბობს, რომ ლევან ფილიპაშვილი ამ პოსტზე იმუშავებს, თუმცა, დანიშვნა ოფიციალურად ყოფილმა ინვესტორმა, ზაალ ჩაჩავამ უნდა განახორციელოს, რადგნ კლუბი ჯერ კიდევ მას ეკუთვნის.


„ტორპედოს“ ფანკლუბის წევრები ქუთაისის მერსა და დროებით მმართველს მას შემდეგ შეხვდნენ, რაც მერიის შენობის წინ გამართულ აქციაზე კლუბის გულშემატკივრების მოთხოვნის მიუხედავად, გიორგი ჭიღვარია არ ჩავიდა. აქციის მონაწილეები კი მერის შეთავაზებას,  მოლაპარაკებაზე მხოლოდ ორი მათგანის შესვლის შესახებ,  არ დათანხმდნენ. ამის შემდეგ ქალაქის მერმა აქციის ყველა მონაწილე სხდომათა დარბაზში მიიღო.


„ტორპედოს“ გულშემატკივრებმა შეხვედრაზე კლუბში ფინანსური კრიზისის ფონზე შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე ისაუბრეს და ქალაქის მერისგან დროული რეაგირება მოითხოვეს. მათი თქმით, თუ ადგილობრივი ხელისუფლება  დროულად არ იშუამდგომლებს ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდთან, კლუბი დაიშლება.


ამავე თემაზე:

"ტორპედოს" ახალი დირექტორი გუნდის წევრებს შეხვდა

"ქუთაისის მერია „ტორპედოს“ ვალით არ დაიბრუნებს"

ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში

Print