ახალი ამბები
ქუთაისში საბავშვო ბაღი გაქურდეს - წაღებულია სამზარეულოს ინვენტარი
FaceBook
ქუთაისის #5 ბაგა-ბაღიდან სამზარეულოს ინვენტარი მოიპარეს.
ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის ინფორმაციით,  დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს სამზარეულო გაქურდული დახვდათ. წიტაიშვილის თქმით, კარი შემტვრეული არ იყო. 

"სავარაუდოდ, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. ბაღში მხოლოდ დარაჯი იყო.  წაღებულია სამზარეულოს ინვენტარი. ადგილზე სურსათი არ გვქონდა, რადგან სასწავლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა. გამვიძახეთ პოლიცია და მიმდინარეობს გამოძიება. ", - ამბობს დავით წიტაიშვილი.

Print