ახალი ამბები
მეხუთე თვე უხელფასოდ - სამტრედიაში დასაქმებულ მუშებს ანაზღაურებას არ აძლევენ
FaceBook
თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის  სამტრედიის მონაკვეთზე დასაქმებულ მუშებს,  კუთვნილი ხელფასი მეხუთე თვეა არ აუღიათ.

ანაზღაურების გაცემის მოთხოვნით,  ისინი ორ თვეზე მეტია გაფიცულები არიან და სამუშაოს არ ასრულებენ.

"არ დადგა ჩვენი ხელფასების ჩარიცხვის დღე. ხვალ-ზეგ იქნებაო და სულ გვატყუებენ", - ამბობს ერთ-ერთი მუშა, ბინალ კოხაროვი.

ავტობანზე  სამუშაოებს  უცხოური კომპანია (აზერბაიჯანული)  "გრენვა" ახორციელებს.

ქუთაისიპოსტთან საუბარში კომპანიაში განმარტავდნენ, რომ ხელფასების დროულად გაცემა ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხდა. სამუშაოების მწარმოებელი, ასევე, ამბობდა, რომ მუშების წინაშე არსებულ დავალიანებას აგვისტოს შუა რიცხვებისთვის გაისტუმრებდა.

ამჯერად, კომპანიის დირექტორმა ქუთაისიპოსტთან საუბარში თავდაპირველად თქვა, რომ არ იცის როდის მოხდება ხელფასების გაცემა, ხოლო მოგვიანებით განმარტა, რომ მუშებს გასამრჯელოს ორ დღეში ჩაურიცხავს. 

კომპანიის დირექტორის არ სჯერათ მუშებს. მათი თქმით ამ გზით მათ აზერბაიჯანელი ბიზნესმენი თვეებია ატყუებს.


ამავე თემაზე:


სამტრედიაში ავტობანზე დასაქმებული 40-მდე მუშა გაიფიცა

გაფიცვის მე-8 დღე - ავტობანზე დასაქმებულები ხელფასების გაცემას ითხოვენ

ოთხი თვე უხელფასოდ - სამტრედიაში ავტობანზე დასაქმებულ მუშებს ანაზღაურებას ისევ არ აძლევენ


Print