ახალი ამბები
გოგი წულაიამ წყალი "დანაყა" - პერფორმანსი მერიის წინ (ვიდეო)
FaceBook
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს”თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ-აქცია პერფორმანსი გამართა.
გოგი წულაიამ მერიის შენობის წინ როდინი მიიტანა და წყალი "დანაყა". 

"ამ ხელისუფლებას ესაუბრო  ნიშნავს იმას, რომ წყალი დანაყო, აი, სწორედ ამას ემსახურება ეს სანახაობა. წინა ხელისუფლებამ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში გააკეთა გორგოლაჭების მოედანი, რომელიც 400 000 ლარი ღირდა, მერე მოხსნეს და ზესტაფონს აჩუქეს. ახლა სადაა ეს მოედანი არავინ იცის, ასე გააჩუქეს ჭიათურაში ჯიპები, მათ ჰგონიათ თავისი ქონებაა და როგორც უნდათ ისე იყენებენ. იმ ფონზე, რაც ქუთაისში სიღარიბე და გაჭირვებაა. ჯიპის ყიდვა და გაჩუქება  ზედმეტია, მინდა მივმართო ბიძინას, რა დაგიშავა ქუთაისმა, რომ თავზე დაგვასვი უფუნქციო ადამიანები?’’ - განაცხადა გოგი წულაიამ.

Print