ახალი ამბები
ზესტაფონში სამ ავტომობილს ხე დაეცა
FaceBook

ზესტაფონში, კოალიციის დასახლებაში, სამ მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა.


ძლიერი ქარის შედეგად ალვის ხის ტოტი ჩამოტყდა, რამაც ავტომობილების დაზიანება გამოიწვია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დაზიანებული მანქანების მფლობელებმა მერიას მიმართეს, თუმცა, იქედან  გამომდინარე, რომ ასეთ დროს მათ დახმარებას მერიის არცერთი პროგრამა არ ითვალისწინებს, ადგილობრივი მთავრობა  ზარალს ვერ აანაზღაურებს.

Print