ახალი ამბები
ქუთაისში "ცისფერყანწელთა ხეივანი" დააზიანეს
FaceBook
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის  პარკში უცნობმა პირებმა "ცისფერყანწელთა ხეივანი" დააზიანეს.
ხეივანში დაზიანებულია სამი მეტრი სიმაღლეზე განთავსებული  დაფა, სადაც  პაოლო იაშვილის, კოლაუ ნადირაძის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილისა და  გოგლა ლეონიძის ფოტოებია გამოკრული.


"მეცოდებიან ისინი, ამ ბარბაროსობის ჩამდენები, მათი ოჯახები, მათი მომავალი მეუღლეები, მათი შვილები და შთამომავლობა, თორემ, ამ სურათს, რადაც არ უნდა დამიჯდეს, მაინც აღვადგენ" ,- ამბობს პარკის დირექტორი, გიზო თავაძე. 


ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის  პარკში "ცისფერყანწელთა ხეივანი"  2016 წელს გაიხსნა.
Print