ახალი ამბები
"ტექნოლოგიურ უნივერსიტეტამდე გზის გაყვანის გამო ხეებს ჩეხავენ"
FaceBook
ქუთაისში,  მუხრანის ტყეში, სადაც ტექნოლგიური უნივერიტეტი შენდება, სასწავლებლამდე გზის გაყვანის მიზნით ხეები გაჩეხეს.
პარტია "თავისუფალი საქართველოს''  თანათავმჯდომარე გოგი წულაია ხეების მოჭრას აპროტესტებს. მისი თქმით, ქუთაისის მოსახლეობამ აღნიშნული ფაქტზე ადგილობრივ ხელისუფლებას პასუხი უნდა მოსთხოვოს. 

"უნივერსიტეტამდე გზის გაყვანის გამო ხეებს ჩეეხავენ.ეს არის ვანდალიზმი, გზას სამი მხრიდან აკეთებენ და ამას ტყე შეეწირა. მივმართავ ხალხს, ხმა აიმაღლეთ ამ ამბის წინააღმდეგ. ტყეს გვიჩეხენ,  შვილებს რა პასუხს გასცემთ. იმის ნაცვლად რომ დაავადებული ხეები მოეჭრათ, სრულიად ჯანსაღი ხეები გაანადგურეს. განადგურდა უნიკალური ჯიშის კოლხური მუხა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი",  -  განაცხადა ადგილზე მისულმა გოგი წულაიამ.


ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც ტყე გაიჩეხა, მათ დაქვემდებარებაში არაა,  შესაბამისად, ხეების მოჭრის ბრძანება მათ არ გაუციათ.



Print