ახალი ამბები
ჭიათურში მაღაროსა და თეატრის თემატიკაზე კედელი მოიხატება
FaceBook
ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მაღაროსა და თეატრის თემატიკაზე კედელი მოიხატება. გრაფიტს კედელზე ახალგაზრდა მხატვრები მოხატავენ.

უკვე შემუშავებულია ესკიზიც, როემლიც ჭითურის მერის მრჩეველთა საბჭოს წარედგინა. სხდომას, სადაც ესკიზის ბოლო ვარიანტი განიხილეს, "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომდგენლებიც ესწრებოდნენ.

კედლის მოხატვა,  ჭიათურაში მიმდინარე გრაფიტის ფესტივალის ფარგლებში მოხდება. გრაფიტის შესრულებას მხატვრები 10 სექტემბრიდან დაიწყებენ. 

ნამუშევრის გახსნა 13 სექტემბერს იგეგმება.


Print