ახალი ამბები
პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს კენჭს დღეს უყრის
FaceBook

პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

პარლამენტის სხდომა 10:00 საათზე დაიწყო.

 

დადგენილი პროცედურის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგება, შემდეგ კი კომიტეტებს, ფრაქციებს და ცალკეულ დეპუტატებს მიეცემათ სიტყვით გამოსვლის საშუალება.

მიმდინარე კვირას მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებსა და ფრაქციებთან შეხვედრის ფარგლებში მოუსმინეს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა.

Print