ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტს „ტოიოტა პრადო“ ათხოვა
FaceBook

ქუთაისის მერიამ ჭიათურის  მუნიციპალიტეტს ჯიპის მარკის ავტომანქანა, 2008 წლის ვერცხლისფერი „ტოიოტა პრადო“ ათხოვა.


ავტომანქანა მერიამ მუნიციპალიტეტს უვადო სარგებლობით  გადასცა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ჭიათურის მერიამ  ავტომანქანა მაღალმთიან სოფლებში გადაადგილებისთვის  ითხოვა.


ვერცხლისფერი „ტოიოტა პრადოთი“ სხვადასხვა დროს ვიცე-მერები გადაადგილდებოდნენ. აღნიშნული ავტომანქანით ბოლოს ვიცე-მერი, გიორგი იობაშვილი სარგებლობდა.


ავტომანქანის განათხოვრების პარალელურად, ქუთაისის მერია ორ ჯიპს ყიდულობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 62 000 ლარს დახარჯავს.

Print
თეგები: #ჯიპი