ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში 450 სტიპენდიანტია
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წელს, სულ 450 სტიპენდიანტია.


უნივერსიტეტში სახელმწიფო სტიპენდიას 268 სტუდენტი იღებს, საუნივერსიტეტოს - 222, ხოლო VTB- ბანკის სტიპენდიით 20 სტუდენტი სარგებლობს.

სახელმწიფო სტიპენდია თვეში 150 ლარს შეადგენს, სახელმწიფო- 75, ხოლო VTB-ის სტიპენდია 100 ლარია.
წერეთლის უნივერსიტეტში  საერთო ჯამში 8 000-მდე სტუდენტი ირიცხება.

საგანმანათლებლო დაწესებულება უკვე ემზადება ახალი სტუდენტების მისაღებად.

პირველკურსელებისთვის  საბუთების მიღება და ხელშეკრულებების გაფორმება 9 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია კი 12 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება.

Lustzone.ch
Print