ახალი ამბები
ავტომშენებლის ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსების სვლაგეზი დაგრძელდა
FaceBook

ავტომშენებლის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტის სვლაგეზი ააიპ "სპეციალურ სერვისის" ოფისამდე დაგრძელდა.


გადაწყვეტილების მიზეზი ააიპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომლების პრობლემა გახდა, რომლებსაც სამსახურში მისასვლელად დაახლოებით,  700 მეტრის ფეხით გავლა უწევდათ.

"გამომდინარე იქედან, რომ რამდენიმე  გადამზიდავ კომპანიას  ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, მოგვეცა შესაძლებლობა, სამარშუტო ტაქსების სვლაგეზი დაგვეგრძელებინა. ეს გადაწყვეტილება "სპეციალურ სერვისებში"  დასაქმებულ ადამიანებს მოუგვარებს ტრასპორტთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამიერიდან, ავტომშენებლის ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსები, 500-ზე მეტ თანამშრომელს პირდაპირ სამსახურთან მიიყვანს",  - განმარტავს ქუთაისის  მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის, ირაკლი ცხვედიანი.


რაც შეეხება სვლაგეზის დაგრძელების შედეგად დროის ინტერვალის გაზრდას, ირაკლი ცხვედიანის თქმით, ეს მაქსიმუმ 40 წამი იქნება, ამიტომ სამარშუტო ტაქსების დამატებაზე საუბარი არ არის.


სვლაგეზის დაგრძლება #100, #15, #16 და # 25 ნომერ მიკროავტობუსებს შეეხო.

Print