ახალი ამბები
როგორ ემზადებიან ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღებში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის 37 საბავშვო ბაღიდან რემონტი სამ ბაღს უტარდება.
სარემონტო სამუშაოები ბაღებში  10 დღეა დაიწყო და სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.  

,,ახალ სასწავლო წელს ყოველთვის მოწესრიგებული ვხვდებოდით, წელს სხვა წლებთან შედარებით ბევრად მეტი კეთდება ბაღისთვის,ორივე სართულზე განახლდება სველი წერტილები, რაც მრავალი წლის პრობლემა იყო , დავამატეთ ერთი ახალი ოთახი, გაფართოვდა სააღმზრდელო ჯგუფი, წესრიგდება სამრეცხაო '' - ამბობს N32 ბაგა-ბაღის დირექტორი ია მაჩიტაძე.




N 32 ბაგა-ბაღი




N34 ბაგა-ბაღში რეკონსტრუქცია უტარდება სველ წერტილებს ორივე სართულზე




N16 ბაგა-ბაღის ეზოში დაიგო  გზის საფარი

ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია, ყველა მათგანში გათბობის სისტემების გარე პერიმეტრზე გატანა მიმდინარეობს.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორი სექტემბრიდან დაიწყო.

2018–2019 სასწავლო წელს დაწესებულებებმა საერთო ჯამში 10 000 მდე აღსაზრდელი მიიღეს.
Print