ახალი ამბები
პერევთან ქართული საგუშაგო გადაადგილეს
FaceBook
საჩხერის სოფელ პერევთან ქართული პოლიციის არსებული საგუშაგო რამდენიმე ასეული მეტრით გადააქვთ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, საოკუპაციო ხაზის ამ მონაკვეთს მოქალაქეები ფეხით კვეთენ და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის არსებითი შეღავათი იქნება.

„საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე. 2018 წლის მაისში მოხდა ამის შესახებ IPRM -ის ყველა მონაწილის ინფორმირება, ასევე, ამის შემდეგაც საუბარი რამდენჯერმე იყო IPRM-ის ფორმატის მექანიზმებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები,” - აცხადებენ სუს-ში.

ქუთაისიპოსტი დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 



ამავე თემაზე:

"დამელოდე საქართველო!" - დუმილი და მრისხანება საოკუპაციო ხაზთან პერევში (ფოტო/ვიდეო)
Print