პოლიტიკა
ქარიშხალისგან დასაცავად ავტომობილი სამზარეულოში შეიყვანეს
FaceBook

ყველაფერი რიტორიკული კითხვით დაიწყო ფლორიდელი წყვილისათვის: დაეტეოდა თუ არა სმარტმანქანა მათ სამზარეულოში?

პასუხი იყო - დიახ!

 

პატრიკ ელდრიჯმა საკუთარი ავტომობილი სამზარეულოში შემოიყვანა ქარიშხალი „დორიანისაგან“ თავის დასაცავად.

 

მის მეუღლეს, ჯესიკას უკვე გარაჟში საკუთარი მანქანა ჰყავდა დაყენებული. გარაჟის დარჩენილი სივრცე მეორე მანქანისთვის რომ გამოეყენებინა, მაშინ საყოფაცხოვრებო ნივთებისგან უნდა გაეთავისუფლებინა, რაც უამრავ დროს წაიღებდა.

 

ამიტომაც, სამზარეულოს ორივე კარები გამოაღეს და შესანიშნავად შემოეტია მანქანა სახლში.

 

ქარიშხალი „დორიანი“ უკვე მერამდენე დღეა ფლორიდისკენ მოიწევს. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ „დორიანი“ აგრეთვე მიუახლოვდება ჯორჯიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებსაც.

 

მეორე კატეგორიის ქარიშხალმა საგრძნობლად დაანგრია ბაჰამა, სადაც უკვე შეერთებული შტატების 34 შტატიდან შეკრებილმა საგანგებო სამსახურებმა დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები.

 

ახლა სამზარეულის შუაგულში დაყენებული მანქანის გამო ჯესიკას უწევს საჭმლის მოსამზადებლად და ვახშამის გასაწყობად მანქანის ირგვლივ სირბილი.

 

„იმედი მაქვს მალე გარეთ გაიყვანს მანქანას, როგორც კი ეს ქარიშხალი გვერდს აგვივლის“ - ამბობს ჯესიკა, - „რადგან, ადგილი კი არის, მაგრამ ჩვენი ძაღლია დაბნეული“.

Print