ახალი ამბები
რამდენიმე კორპუსი სამ წელიწადში - ქუთაისის ტექნოლიგიური უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორია (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტის დაანონსებიდან სამი წლის შემდეგ,  ადგილზე მხოლოდ რამდენიმე კორპუსის შავი კარკასია.
სამშენებლო სამუშაოები  აქტიურ ფაზაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე  ერთი წლით ადრე შევიდა. მშენებლობაზე შესვლის შესაძლებლობა ქუთაისიპოსტს დაცვის თანამშრომლებმაარ მისცა.

ფონდი „ქართუს“ პროგრამების ხელმძღვანელი  ვახტანგ ცაგარელი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ცენტრალიზებული პიარსტრატეგია მზადდება და აქედან გამომდინარე კონტექსტიდან ამოგლეჯილი რომ არ იყოს,  შიგნით გადაღება რეკომენდებული არ არის.  20 სექტემბრის შემდეგ შემეხმიანეთ", - გვითხრა ვახტანგ ცაგარელმა.



ქუთაისის 60 000 სტუდენტზე გათვლილი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
Print