ახალი ამბები
სარემონტო სამუშაოები ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებამდე 10 დღით ადრე (ფოტო)
FaceBook

სკოლებში სწავლის პროცესის დაწყებამდე 10 დღით ადრე  ქუთაისის საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.


სახურავის შეკეთება, იატაკის და გარეფასადის მოწესრიგება, სველი წერტილების მოწყობა  -  ეს სამუშაოები ხორციელდება ქუთაისის 15 საჯარო სკოლაში. 

სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ სასწავლო პროცესის განახლებამდე სამუშაობი დასრულდება და 16 სექტემბრს მზად იქნებიან განახლებული ინტერიერით დაიწყონ სასწავლო პროცესი. 

"ჩვენი სკოლა რაც აშენდა, შიდა  ოთახის კარი არ გამოცვლა, ძალიან ძველი იყო და საჭიროებდა შეკეთებას, სახურავი რამდენიმე ადგილას იყო დაზიანებული, ასევე შეკეთებას საჭიროებდა გარე ფასადი. ამჟამად, მიმდინარეობს სველი წერტილების სრული რეაბილიტაცია. ახალ სასწავლო წელს სკოლა მოწესრიგებული შეხვდება’’ - ამბობს N 19 სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე.



ქუთაისის N 15 საჯარო სკოლაში წესრიგდება გარე ფასადი

N 19 საჯარო სკოლაში სრული  რემონტი უტარდება სველ წერტილებს, წესრიგდება გარე ფასადი და სახურავი

N12 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს გარე ფასადის შეღებვა

N 38 სკოლაში ეწყობა ორი სართულის დერეფანი, სახურავი და სველი წერტილები


N 21  სკოლაში რეაბილიტაცია უტარდება სველ წერტილებს, წესრიგდება გარე ფასადი და სკოლის სახურავი

სამუშაოები 10 სექტემბერს უნდა  დასრულდეს.


სამთავრობო განკარგულებით ქუთაისის სკოლებისთვის რეკონსტრუქციისთვის  2 მილიონი  გამოიყო. 

სკოლებში სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერი ქუთაისის მერიამ გამოაცხადა, სადაც განმარტავენ, რომ თანხების გამოყოფა გვიან მოხდა, რამაც თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვის გვიან გამოცხადება განაპირობა. თუმცა, ირწმუნებიან, რომ სარემონტო სამუშაოები 10 სექტემბრისთვის დასრულდება.  

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა.

სკოლებში სასწავლო პროცესი 16 სექტმბერს განახლდება.

Print