პოლიტიკა
სამტრედიის ნავთობ ბაზაზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია
FaceBook
სამტრედიის ტერიტორიაზე, ნაჩხატაურის უბანში, ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სამტრედიაში ხანძარი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე, 1000 ტონიან, რეზერვუარს გაუჩნდა.

"არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე, ბაზის ტერიტორიაზე 17 რეზერვუარია, ჯამში 32 000 ტონა საწვავით, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

ხანძრის ლოკალიზების შემდეგ გაგრძელდა სალიკვიდაციო სამუშაოები, ქაფის და დაგრილების მეთიდით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 70-მდე მეხანძრე-მაშველი იმერეთიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან.

გამოძიება სსკ 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


ნავთობბზაზე ხანაძარი დილით ადრე გაჩნდა, ამდროისთვის უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი. ისევე, როგორც, ჯერჯერობით არ არის ცნობილი ინფორმაცია ზარალის თაობაზე.


ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

Print