ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით 13 სტუდენტი ისწავლის
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით 13 პირველკურსელი ისწავლის.

სასწავლებლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია. შარშან უნივერსიტეტს 100%-იანი გრანტით მხოლოდ  6 სტუდენტი ჰყავდა.  

70%-იანი გრანტით 16 სტუდენტი ჩაირიცხა, 50%-იანით - 147.

მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად წერეთლის უნივერსიტეტში 1 500-მდე აბიტურიენტი ჩაირიცხა. 

რაც შეეხება ფაკულტეტებს, დაწესებულების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სრულად დაკომპლექტდა მედიცინის ფაკულტეტი, ინგლისური ენა და ლიტერატურის, ისტორია-არქეოლოგიის, სამართლისა და ელექტრული ინჟინერიის სპეციალობა. 

წერეთლის უნივერსიტეტში  საერთო ჯამში 8 000-მდე სტუდენტი ირიცხება.
Print