ახალი ამბები
ასსაფეხურიანი კიბეების პროექტირების ღირებულება, შესაძლოა, შეიცვალოს
FaceBook
ასსაფეხურიანი კიბეების პროექტის მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერის ორჯერ ჩაშლის შემდეგ, მერიამ,  შესაძლოა სატენდერო თანხა შეცვალოს.
მერიამ კიბების რეაბილიტაციისთვის 15  000 ლარიანი ტენდერი პირველად მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, თუმცა, სამუშაოების შესყიდვით არავინ დაინტერესებულა. ტენდერის ჩაშლის მიუხედავად  მერიამ განმეორებითი შესყიდვა  სატენდრო თანხის შეუცვლელად გამოაცხადა. 

ადგილობრივ თვითმმრთველობაში ამბობენ, რომ ამჯერად ტენდერის ჩაშლის მიზეზებს შეისწავლიან და სავარაუდოდ, თანხის რაოდენობაც შეიცვლება.


ქუთაისის მერიამ ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია  გასული წლის დასაწყისში დაანონსა. მერიამ მაშინ ესკიზიც გაასაჯაროვა და განაცხადეს, რომ სამუშაოებისთვის 500 000 ლარს დახარჯავდნენ. მოგვიანებით, გაირკვა, რომ მერიის მიერ შედგენილი პროექტი  ტერიტორიის იმ ნაწილს მოიცავდა, რომელიც მის ბალანსზე არ იყო.


ამის შემდეგ, თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში მერია პროექტის არგანხორცილების გამო თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი ეკონომიკის სამინისტრო იყო, რომელიც ქალაქს პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიას არ უთმობდა.


ახლა კი ირკვევა, რომ მერიას ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ  შეეძლო პროექტი შეეცვალა და სამუშაოები დაეწყო და თუ ასე მოხდებოდა, კიბეების რეაბილიტაცია ახლა უკვე დასრულებული იქნებოდა, რადგან პირველი პროექტის შესრულების ვადა სწორედ ამ დროზე იყო გათვლილი.

რაც შეეხება იმ მიწი ნაკვეთს, რომელსაც მერია სახელმწიფოს სთხოვდა, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გაასხვისა. ახალი მფლობელი ადგილზე
სასტუმროს აშენებს.


როგორი უნდა ყოფილიყო და როგორი იქნება ბალახვნის ას საფეხურიანი კიბე:   ნახეთ





Print