ახალი ამბები
ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
FaceBook

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე 30 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა.   შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.


როგორც გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, მამაკაცი სასტუმროს ფასადზე, რომელიც მისი მეუღლის ოჯახის მფლობელობაშია, სარეკლამო აბრას ადგილს უცვლიდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.


„აბრა უნდოდა ცოტა მაღლა აეწია და როგორც ჩანს დენი არ გათიშა. პირდაპირ შიშველ  სადენებთან მუშაობდა.  სასტუმროს ყავს ელექტროხელოსნებიც და რატომ გადაწყვიტა თავად ამის გაკეთება, არ ვიცით“,-ამბობენ ადგილობრივები.


ადგილზე უკვე გამოცხადდა  „ენერო პრო ჯორჯიას“  ჯგუფი, რომლებმაც სადენები შესაბამისი მასალით შეფუთეს.

 

 

 

Print