ახალი ამბები
ქუთაისის მერია მაღალი გამავლობის ჯიპებს ყიდულობს
FaceBook

ქუთაისის მერია,  მაღალი გამავლობის,  ჯიპის მარკის ორ ავტომობილს ყიდულობს.

მერიამ ავტომობილების შესაძენად 62 000 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.


სატენდერო პირობების მიხედვით, ავტომობილები უნდა იყოს არანაკლებ  2010 წლის გამოშვების.  ფერი: ვერცხლისფერი, რუხი, ნაცრისფერი ან შავი.


მერიაში არ აკონკრეტებენ ვის სარგებლობაში იქნება ახალი ავტომობილები.


ქუთაისის მერიას ამ დროისთვის 22 ავტომობილი ემსახურება. მათგან შვიდი ჯიპი. 71 000 ლარიანი  ჯიპით გადაადგილდება  ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია.

ადგილობრივი თვითმმართელობა ავტოპარკის შესანახად ყოველწლიურად  ასი ათასობით ლარს ხარჯავს.

Print