ახალი ამბები
ქუთაისში ტურისტული მანათობელი რუკები უნდა გაკეთდეს
FaceBook
ქუთაისში ე.წ. "ლაითბოქსები" (light box) - ები,  იგივე ტურისტული მანათობელი რუკები 9 ადგილზე მოეწყობა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ლაითბოქსების ერთ მხარეს ქალაქის რუკა იქნება გამოსახული, სადაც ქალაქში არსებული ღირშესანიშნაობები იქნება მითითებული.
"ლაითბოქსის მეორე მხარეს ტოპ ათეული იქნება იმ ტურისტული ობიექტბისა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ ტურისტებმა," - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.
ლაითბოქსების ქუთაისში მოწყობის ხარჯებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დააფინანსებს.
"ვიზუალურად ძალიან ლამაზი ტენდერი უახლოეს ვადებში გამოცხადდება, " - ამბობენ ქუთაისის მერიაში.
ტურისტული მანათობელი რუკები ქუთაისში მიმდინარე წლის ბოლომდე დაიდგმება.

ანა ჯანაშია
Print