პოლიტიკა
ქუთაისში მოტოციკლის მძღოლს მანქანა შეეჯახა
FaceBook
ქუთაისში წერეთლისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე, ავტომანქანა მოტოციკლის მძღოლს შეეჯახა.

მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. 

"მოვდიოდი წერეთლის ქუჩიდან და შემთხვევით დავეჯახე მოტოციკლს. ალბათ, ჩემი ბრალია. არ ვიცი, აქაა პოლიცია და დაადგენენ", - ამბობს მანქანის მძღოლი. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.
Print