ახალი ამბები
სექტემბრიდან ჭიათურაში მადნით დატვირთული მანქანები აღარ იმოძრავებენ - ჯორჯიან მანგანეზი
FaceBook
პირველი სექტემბრიდან ჭიათურაში მადნით დატვირთული მანქანები აღარ ივლიან.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს "ჯორჯიან მანგანეზში" განუცხადეს.  კომპანიაში განმარტავენ, რომ ამუშავდება მადნის მიწოდების ახალი სქემა, რომელიც ქალაქში ავტოთვითმცლელებით მოძრაობას აკრძალავს.

"ამ სქემის ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი სარკინიგზო გადაზიდვებია, რაც, თავის მხრივ, ქალაქს მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობას აარიდებს. მადანი ახალაშენებულ მოედანზე დასაწყობდება, საიდანაც ახალ გამამდიდრებელ ფაბრიკამდე ვაგონებით გადაიზიდება", - ამბობენ კომპანიაში.

“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გარდა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და ვარციხე ჰესს ფლობს. საწარმოს მუშაობის შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევამ გარემოს 60 მილიონზე მეტი ზიანი მიაყენა.

მძიმე ეკოლოგიური ვითარების შესამსუბუქებლად ჭიათურის მერიამ პროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მანგანუმის ტრანსპორტირება რკინიგზით მოხდება. ეს ქალაქში საბარგო ავტომობილებით მარგანეცის ღია წესით გადატანას აღკვეთს და დაწევს ჰაერის დამტვერიანების ხარისხს.
Print