პოლიტიკა
ხანძარი წყალტუბოში - დამწვარია საცხოვრებელი სახლი
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში ორსართულიანი სახლი დაიწვა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

განადგურებულია საცხოვრებელი სახლის პირველი სართული,  მასში არსებული საოჯახო ნივთებით.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
Print