ახალი ამბები
დატბორილი სახლის სარდაფები ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის ქუჩები და სახლის სარდაფები დატბორა.



ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ  ძლიერმა წვიმამ, დაახლოებით, სამი ოჯახი დააზარალა. ცხელ ხაზზე კი ერთი შეტყობინება დაფიქსირდა. პრობლემები ძირითადად, ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეექმნათ.

"ფალიაშვილის ქუჩაზე, სისტემატურად ვწმინდავთ სანიაღვრო სისტემებს, თუმცა უხვი ნალექის შედეგად წელიწადში ერთხელ ხდება ისე, რომ ფიზიკურად ვერ ატარებს წყალს სანიაღვრე სისტემა. მომავალი წლისთვის გვაქვს დაგეგმილი ამ ქუჩის რეაბილიტაცია და შესაბამისად, ვეცდებით, უფრო დიდი სანიაღვრე სისტემები ჩავდოთ, რათა თავიდან ავაცილიოთ მსგავსი შემთხვევები", - ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ბექა ყურაშვილი.
Print