ახალი ამბები
ოთხი თვე უხელფასოდ - სამტრედიაში ავტობანზე დასაქმებულ მუშებს ანაზღაურებას ისევ არ აძლევენ
FaceBook
ერთ თვეზე მეტია თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის სამუშაოებზე (სამტრედიის მონაკვეთზე) დასაქმებული მუშები კუთვნილი ხელფასების გაცემის მოთხოვნით გაფიცულები არიან.

მათი თქმით, დამსაქმებელი ატყუებთ და გასამრჯელოს არ აძლევთ. გაფიცული მუშები ახალციხიდან არიან.

"დღეს, ხვალ, დღეს, ხვალ და არ დადგა ეს დღე. ისევ გვატყუებენ", - ამბობს ერთ-ერთი მუშა, ედო გოფეროვი.

დასაქმებულების თქმით, უმეტესობას კუთვნილი ანაზღაურება ოთხი თვეა არ აუღია.

ავტობანზე, ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი გზის სამტრედიის მონაკვეთზე სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია "გრენვა" ახორციელებს. ქუთაისიპოსტთან საუბარში კომპანიაში განმარტავდნენ, რომ ხელფასების დროულად გაცემა ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხდა.სამუშაოების მწარმოებელი, ასევე, ამბობდა, რომ მუშების წინაშე არსებულ დავალიანებას აგვისტოს შუა რიცხვებისთვის გაისტუმრებდა. კომპანიის დირექტორი დღეს ჩვენ ზარებს არ პასუხობს.
Print