პოლიტიკა
ქუთაისის ცენტრალური ნაწილი დაიტბორა
FaceBook
გვიან ღამით, ქუთაისში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის ქუჩების დატბორვა გამოიწვია.

საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებთან და სარდაფებთან ერთად, ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრიც დაიტბორა.

დაზარალებული არიან მოვაჭრეები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ამ დროისათვის სამაშველო სამსახური წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებს
Print