პოლიტიკა
ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
FaceBook
საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ "ტორპედოს" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერია

"ტორპედოს" აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა. შედეგად, კლუბი მერიის ბალანსზე გადავა, რომელიც, თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში "ტორპედოსთვის" ახალი სპონსორის მოძიებას შეეცდება", - აცხადებენ "ტორპედოში". 

ჩაჩავას კლუბიდან წასვლას „ტორპედოს“ გულშემატკივრები რამდენიმე თვეა ითხოვდნენ. მის წინააღმდეგ ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქციებიც იმართებოდა.

პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ ფეხბურთელებსაც, რომლებიც ოთხი თვის განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ. კლუბში არსებულ ფინანსურ პროლემებს ადასტურებდა კლუბის პრეზიდენტიც. მან პრობლემების მოგვარების პირობა რამდენჯერმე დადო. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა. ზაალ ჩაჩავა მთავარ იმედს ამ დრომდე ჩინელ ინევსტორთა ჯგუფზე ამყარებს, რომლებსაც მისი თქმით, კლუბში ინვესტიციის განხორციელება სურდათ, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ჰუალინგ ჯგუფმა“ კლუბში თანხის ჩადებაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზად ინვესტორების მოთხოვნა დასახელდა, რომლის მიხედვითაც, ისინი კლუბის ინვესტირების სანაცვლოდ ქუთაისში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთს ითხოვდნენ.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას ეს ინფორმაცია უარყო. ზაალ ჩაჩავა კი როგორც ჩანს ამ დრომდე ცდილობს ინვესტორებთან პრობლემების მოგვარებას.

ქუთაისის "ტორპედო" ზაალ ჩაჩავამ აუქციონზე 2017 წელს, 300 000 ლარად შეიძინა. მას ამ დრომდე არ აქვს საპრივატიზაციო თანხის ნაწილი გადახდილი, რაც საკმარისი საფუძველი იყო იმისთვის, რომ ქუთაისის მერიას მასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაეწყვიტა, თუმცა, ქალქის მერი, გიორგი ჭიღვარია ამბობს, რომ ჩაჩავას პრობლემების მოსაგვარებლად დრო უნდა მიეცეს.


ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში - ნახეთ აქ:


Print