ახალი ამბები
ქუთაისში ტურისტების რიცხვმა მოიმატა
FaceBook

ქუთაისში, ბოლო რვა თვის განმავლობაში, 15 000-მდე ტურისტი შემოვიდა, რაც 929-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


 

ეს იმ ტურისტების რაოდენობაა, რომელთაც ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს მიმართეს. 

რეალურად ქუთაისში უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი გაცილებით მეტია.

„გავრილოვის ღამის“ და ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ წინასწარმეტყველებები ტურისტული სეზონის ჩავარდნის შესახებ არ გამართლდა.

„ქუთაისი, საქართველოს სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით, დიდად არ არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე, თუმცა რუსი ტურისტები სიმრავლით სამეულში და ხუთეულში ყოველთვის შედიოდნენ. მაგრამ დამატებითი ფრენების და ქალაქში შემოსული ტურისტების დიდი ნაკადის ხარჯზე, ტურისტების რაოდენობამ არ იკლო, პირიქით - მოიმატა“, - ამბობს ქუთაისის ტურიზმის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მარი დევიძე.

2018 წელთან შედარებით, ტურისტების გაზრდილი რაოდენობა დაფიქსირდა მიმდინარე წლის ივნისსა და აგვისტოში.

ივნისში ქუთაისს  2272 ტურისტი სტუმრობდა, 2018 წლის იგივე თვეში - 2201.

ივლისში ნაკადმა იკლო და შარშანდელთან შედარებით  (3538) ნაკლები ტურისტი (2949) ეწვია ქალაქს.

სამაგიეროდ, აგვისტომ გადაასწრო 2018 წლის მონაცემს. თუკი შარშან ქუთაისს 3755 ვიზიტორი სტუმრობდა, წელს მათი რიცხვი 4016-ს შეადგენს.

 

Print