პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
FaceBook

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას  შეუზღუდავად შეძლებენ.


გამზირზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობს გამო გადაკეტილ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან განახლდა. 


"ამ დროისთვის რუსთაველზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. რაც სამანქანო მოძრაობას ხელს არ შეუშლის. სამარშუტო ტაქსები დადგენილი სვლა გეზით შეძლებენ გადაადგილებას" - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

 

რაც შეეხება ბარათაშვილის ქუჩას, რომელიც რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, შემოვლითი გზის ფუნქციას ასრულებდა, მოძრაობა დაუბრუნდება ძველ სვლა გეზს, ის კვლავ ცალმხრივი გახდება.


ასევე, აიკრძალება გველესიანის ქუჩიდან დუმბაძის ქუჩაზე გადაადგილება ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

დუმბაძის ქუჩაზეც მოძრაობა ძველი სვლა გეზით აღდგება, ცალმხრივი გახდება ცენტრიდან აღმაშენებლის გამზირამდე.

რუსთაველის გამზირის სრული რეკონსტრუქციის ფარგლებში  შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდა, დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ნიშნულები. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მლნ ლარზე მეტით დაფინანსდა.



Print