ახალი ამბები
wizzair-ი ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ორ მიმართულებას ამატებს
FaceBook
ბოლონია და კიოლნი - ვიზეარი ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ორ მიმართულებას აანონსებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ქუთაისი-ბოლონია 2019 წლის ნოემბრიდან შესრულდება. ქუთაისი - კიოლნი კი 2020 წლის ივლისიდან.  ავიარეისები კვირაში ორჯერ განხორციელდება. ბილეთების შეძენა კი ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე 23 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი: https://wizzair.com/ka-ge#/

გარდა ამისა, ნოემბრიდან გაიზრდება ფრენის სიხშირე მილანის მიმართულებით: "ვიზეარი" ქუთაისის აეროპორტის მოგზაურებს კვირაში 4 რეგულარულ ავიარეისს შესთავაზებს. ხოლო 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყება პირდაპირი ფრენები ნიცაში.


მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ცნობილი გახდა რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია "რაინეარი" საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.
Print