ახალი ამბები
მაღაროელების უსაფრთხოება სერიოზულ საფრთხეშია - Human Rights Watch-ი ანგარიშს აქვეყნებს
FaceBook
დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოება, მთავრობის არაეფექტური რეგულაციების გამო, სერიოზულ საფრთხეშია - წერია Human Rights Watch-ის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის 22 აგვისტოს გამოქვეყნდა.

60 გვერდიან ანგარიშში საუბარია იმაზე, თუ როგორი სუსტია საქართველოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტები. ანგარიშში ხაზგასმულია, ასევე, მაღაროელების ხანგრძლივი სამუშაო საათები, მათ 12 საათის განმავლობაში უწევთ მუშაობა, მათ შორის ღამის საათებში. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ მუშებს კომპანიის საერთო საცხოვრებელში უწევთ დარჩენა, რაც მათი გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შრომის კოდექსი სამუშაო, შესვენების საათებს, კვირის დასვენების დღეებსა და ღამის მუშაობის საათებს ეფექტურად ვერ არეგულირებს. Human Rights Watch-ის წარმომადგენლის, კორინა აჯდერის თქმით, მუშების უსაფრთხოების დაცვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება მთლიანად საქართველოს ხელისუფლების ხელშია.

ანგარიშში, აგრეთვე, მოყვანილია კომპანიის პასუხი, სადაც  ისინი ამბობენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მათი კომპანიისთვის მუდამ პრიორიტეტული იყო და არის. 

ჭიათურაში მარგანეცის მოპოვებას "ჯორჯიან მანგანეზი ახორციელებს. “ჯორჯიან მანგანეზი”, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გარდა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და ვარციხე ჰესს ფლობს. საწარმოს მუშაობის შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევამ გარემოს 60 მილიონზე მეტი ზიანი მიაყენა.

ქალაქი, სადაც 12 800 მცხოვრებია, მაღაროზეა მიბმული. იგი დასაქმების თითქმის უალტერნატივო წყაროდ რჩება. დღეს კომპანიაში 3700 ადამიანი მუშაობს.


ამავე თემაზე:

ჭიათურის შავი ოქროს საბადოს ღარიბი გენერლები (ფოტო/ვიდეო)
Print