ახალი ამბები
ქუთაისს ტურისტული ლოგო და სლოგანი ექნება
FaceBook
ქუთაისს, ტურისტული ლოგო და სლოგანი ერთ თვეში ექნება.
ქალაქისთვის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესახებ წინადადებების მიღება ქუთაისის მერიაში ორი დღის წინ დასრულდა.
"ტურისტული ლოგო და სლოგანი, ნებისმიერ ტურისტულად საინტერესო და აქტიური ქალაქს აქვს. ქუთაისს ამ დრომდე არ ჰქონდა არანაირი ტურისტული ნიშანი,"- ამბობს ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ,ქალაქისთვის ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად მიღებულ წინადადებებს კომისია ერთ თვის მანძილზე განიხილავს და გამარჯვებულს გამოავლენს.
მერის ბრძანების მიხედვით, ლოგო უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, მარტივი, აღქმადი, დახვეწილი და უნივერსალური, ხოლო სლოგანი - ლაკონური, სხარტი, გარითმული და პასუხობდეს მესიჯს - რატომ ქუთაისი?
ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნის მიზნით მერიამ კონკურსი მიმდინარე წლის 23 ივნისს გამოაცხადა.
ანა ჯანაშია
Print