პოლიტიკა
ხონელი მოსწავლე ძალოსნობაში საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა
FaceBook
ხონში მცხოვრებმა 12 წლის მარიამ მურღვლიანმა ძალოსნობის ტურნირზე ისევ გაიმარჯვა, რითაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა.
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თბილისში გამართულ ძალოსნობის ჩემპიონატში მან მესამე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და რეკორდი დაამყარა. 

"ჩემს წონაში შედეგს მოვუმატე, 64 კილოგრამ კატეგორიაში ვვასპარეზობდი და რეკორდი დავამყარე, სამი კილოთი გავაუმჯობესე შედეგი, რაც ძალიან მიხარია", - ამბობს მარიამ მურღვლიანი. 

მან გასულ წელს ბათუმში გამართულ 17 წლამდელთა ჩემპიონატზე პირველ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

მარიამ მურღვლიანი ხონის მეოთხე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა.
Print