ახალი ამბები
განახლებული სათაფლია - რა სიახლეები დახვდება ვიზიტორებს მღვიმეში (ფოტო)
FaceBook
განახლებული იურული პარკი, დინოზავრების ახალი ასლი, თანამედროვე ინტერაქციული მულიაჟები - სათაფლია ვიზიტორებს ტურისტულ სეზონზე სიახლეებით ხვდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაწყებულია დამატებითი ტურისტული ბილიკების პროექტირება და იგეგმება მღვიმის განათების სისტემის შეცვლა.

მათივე თქმით,  ასევე დაწყებულია სასტუმროს რეაბილიტაცია, რომელიც სულ მალე ვიზიტორებისთვის გაიხსნება.

სააგენტოს ინფორმაციით, უახლესი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე - პრომეთეს მღვიმეშიც.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები კომპლექსური დაცული ტერიტორიაა. მისი საერთო ფართობი 504,6 ჰა-ს შეადგენს და 19 ბუნების ძეგლს მოიცავს. სათაფლიას და პრომეთეს მღვიმეს ყოველწლიურად, 270 000 ვიზიტორი სტუმრობს.









ფოტოები: დაცული ტერიტორიების სააგენტო
Print