სამედიცინო დაწესებულებებში მონიტორინგის შედეგები - ზოგიერთი ექიმი სერტიფიკატის გარეშე მუშაობს
FaceBook

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომპლექსური მონიტორინგის პირველადი შედეგები წარმოადგინა.


სააგენტოს ონფორმაციით პრობლემები დეზინფექცია-სტერილიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში ამ ეტაპზე შედარებით მეტად გამოიკვეთა.

 


აღნიშნულ განცხადებას სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაალ კაპანაძე ავრცელებს.

 

მონიტორინგი 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსური მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ ზოგიერთი ექიმი სერტიფიკატის გარეშე მუშაობდა.

„ნებისმიერი ექიმი, რომელიც კლინიკაში საქმიანობს, უნდა იყოს სერტიფიცირებული. როცა კომპლექსური შემოწმება იყო, უბრალოდ იქ არსებული ექიმების სერტიფიკატები რომ გადამოწმდა, ზოგიერთ ექიმს არ ჰქონდა, ისე მუშაობდა. ამის შესაბამისად მოხდა რეაგირება", - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

მისივე თქმით, კლინიკებს დარღვევების გამასწორებლად გონივრული ვადა მიეცათ, რაც დარღვევის ტიპიდან გამომდინარეობს.

„გონივრული ვადის შემდეგ, კლინიკა ხელახლა მოწმდება და თუ არ არის აღნიშნული ქმედება აღმოფხვრილი, ისევ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება და კვლავ ეძლევა ვადა გამოსასწორებლად. ზოგადად, ამ შემთხვევაში კანონმდებლობა საკმაოდ ლმობიერი და მოქნილია. ის ცალსახად, იმპერატიულად კლინიკის დახურვას ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს. უბრალოდ, სადაც დარღვევაა, იმ სეგმენტში კლინიკას აღარ ეძლევა საშუალება, განახორციელოს ეს კონკრეტული სერვისი, "- განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

მისი თქმით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის ქმედითი ღონისძიებები გატარდება.

interpressnews.ge

Print