პოლიტიკა
19-დან 22 აგვისტომდე ქუთაისში გარკვეულ ქუჩებზე მანქანების გადაადგილება შეიზღუდება
FaceBook
ქუთაისში 19 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან 22 აგვისტოს 21:00 საათამდე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკიდან, სულხან-საბას ქუჩის კვეთამდე ავტომობილების გადაადგილება შეწყდება.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სულხან-საბას ქუჩის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობას, ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან, გუგუნავას ქუჩის გავლით შეძლებენ.

შეზღუდვები გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით არის გამოწვეული.


ქუთაისში გზის საფარის რეაბილიტაციის გამო მძღოლებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილება უჭირთ. ორ თვეზე მეტია 15-მდე ქუჩა გზის საფარის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გადათხრილია.

გზის საფარის ნაწილს საგზაო დეპარტამენტი, ხოლო ნაწილს რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მერიაში განმარტავენ, ერთდროულად ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება უბრალოდ დამთხვევაა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილის თქმით, ქუჩების უმეტესი ნაწილის რეკონსტრუქცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
Print