ახალი ამბები
ავტოავარიას ტყიბულის სოფლის ყოფილი გამგებელი ემსხვერპლა
FaceBook
თბილისში მომხდარ ავტოავარიას ტყიბულის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი, 41 წლის, გიორგი კირკიტაძე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

შემთხვევა 17 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.

ტყიბულის მკვიდრი, გიორგი კირკიტაძე 2013-2014 წლებში იკავებდა სოფელ მუხურას გამგებლის პოსტს. პოლიტიკურ საქმიანობაში ის 2012 წლიდან ჩაერთო. 




Print