ახალი ამბები
იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო საათები გახანგრძლივდა
FaceBook
ვიზიტორების გაზრდილი მოთხოვნის გამო, 6 ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე, სამუშაო საათები გახანგრძლივდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, გახანგრძლივებული რეჟიმით სექტემბრის ჩათვლით იმუშავებენ.

დამთვალიერებლებს პრომეთეს, ნავენახევის მღვიმისა და მარტვილის, ოკაცეს კანიონისა და ოკაცეს ცანჩქერის მონახულება  10:00-დან - 19:00-მდე შეეძლებათ.

სათაფლიაზე ეკოტურისტული ობიექტი ყოველდღე, 10:00-19:00 საათამდე, დასვენების დღის გარეშე მუშაობს.



Print