ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტს სექტემბრიდან ექვსი ავიარეისი ემატება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 6 ახალი ფრენა შესრულდება.
ეს მიმართულებებია: ბაზელი, კოპენჰაგენი, ბრიუსელი, ტალინი, ეინდჰოვენი, ბარი. ქუთაისის საერთაშორისოს აეროპორტის ინფორმაციით, ფრენები სექტემბრიდან შესრულდება.

აღნიშნული ქალაქები იმ 12 მიმართულებას შორისაა, საიდანაც ფრენები ვიზეარმა, მიმდინარე წლის ივლისში, დააანონსა. თუმცა მოგვიანებით, განაცხადეს, რომ 12 ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების ვადამ გადაიწია. 


ამავე თემაზე:

39 მიმართულება ევროპაში ქუთაისიდან

"ვიზეარის" მიერ 12 ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების ვადა გადაიწია
Print