ახალი ამბები
ქუთაისში სარდაფები გატეხეს -წაღებულია საბავშვო ეტლი და სამშენებლო იარაღები
FaceBook

ქუთაისში, დავით  აღმაშენებლის #11-ში ორი სარდაფი გატეხეს.


შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით,  უცნობმა პირებმა სარდაფებიდან საბავშვო ეტლი და სამშენებლო იარაღი წაიღეს. მათ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.


მომხდარის დეტალებზე  საუბარი არ სურთ დაზარალებული ოჯახების წევრებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

Print