პოლიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ავტობანზე დასაქმებულებმა გაფიცვა შეწყვიტეს
FaceBook

ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებსა და სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას შორის შეთანხმება შედგა.


მუშები  შეხვედრიდან კმაყოფილები გამოვიდნენ. მათი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობამ ყველა პრეტენზია გაითვალისწინა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდათ.


„ყველაფერზე წამოვიდნენ. გვითხრეს, რომ 1 სექტემბრიდან ძირითადი სამუშაო გრაფიკი იქნება რვასაათიანი და დღიური ანაზღაურება 30 ლარი. 6 საათის შემდეგ ყოველი დამატებითი საათი ანაზღაურდება და დღეში დაახლოებით 37 ლარზე ავალთ. შეხვედრით კმაყოფილები ვართ“,- აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული, ზაალ კვინიკაძე.


ზესტაფონის სოფელ ძირულასთან, ავტობანის სამშენებლო სამუშაოებზე  დასაქმებული 150 მუშა 16 აგვისტოს გაიფიცა. ისინი  სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ სამუშაო საათების გაზრდას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ამის სანაცვლოდ კომპანიამ მიზერულად გაუზარდათ ანაზღაურება. გაფიცულები შეუსაბამო სამუშაო პირობებზეც საუბრობდნენ. მათი თქმით,  შესვენების დროს სადილისთვისაც  კი არ ჰქონდათ სათანადო  პირობები და საჭმელს ქუჩაში ჭამდნენ.

 

 

Print