ახალი ამბები
ქრთამის აღების ფაქტზე თერჯოლაში მერიის თანამშრომელი დააკავეს
FaceBook

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა ქ., ხოლო  ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქეები - კახი კ. და გია მ. დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ კახი კ-მ და გია მ-მ,  უნებართვო მშენებლობებისათვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ გელა ქ-ს ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის  338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Print