ახალი ამბები
კომუნისტურ ეპოქაში გვაბრუნებთ? - ნაციონალები ქუთაისის მერიის მიერ "პარკინგსერვისის" დაფუძნებაზე
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აღნიშნული ცვლილება კომუნისტურ ეპოქაში დაბრუნებად შეაფასეს.


ქუთაისის მერიის მიერ საკუთარი შპს "პარკინგსერვისის" დაფუძნებას, რომელიც ქალაქში არსებულ პარკირების ადგილებს ორგანიზებას გაუწევს, საკრებულოს უმცირესობის კრიტიკა მოჰყვა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აღნიშნული ცვლილება კომუნისტურ ეპოქაში დაბრუნებად შეაფასეს.
"კომუნისტურ ეპოქაში გვაბრუნებთ? თუ კერძო მფლობელი და კონკურენცია არ იქნა ეს სფერო ვერ განვითარდება," - განაცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა.
მათივე შეფასებით, წლის ბოლოს პარკირების ადგილების გადაცემა მერიის მიერ დაფუძნებულ შპს-ზე ქალაქის ბიუჯეტს შემოსავლებს არ მოუტანს.
"თავის დროზე ქალაქის მერი ტენდერს ატარებდა ცუდი პირობებით და ისიც კი შევთავაზეთ, რომ რასაც ახლა აკეთებს ქალაქის ხელისუფლება, წლის დასაწყისში გაეკეთებიათ. ბიუჯეტმა დაკარგა შემოსავლები და წლის მოიწურულს შანსიც არ არსებობს ეს შემოსავლები ავანაზრღაუროთ. ზიანი მიადგა ქალაქს და ახლა ამის გაკეთება არის მავნებლობა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია უკლებამ.
ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძე კი განმარტავს, რომ შპს "პარკინსერვისის" საქმიანობა ისე დაიგეგმება, რომ ქალაქი დამატებიტით შემოსავლებს მიიღებს.



Print