ახალი ამბები
"გარეთ გამოსვლა გვეშინია, ორმოში ვარდებიან მანქანები" - ქუთაისში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც  მიწის ჩავარდნის შედეგად ორმო წარმოიქმნა,  მანქანებს გადააგილება უჭირთ. 
ადგილობრივების თქმით,  ორმო სამი თვეა ღიაა, რაც საშიშროებას უქმნის როგორც მანქანებს,  ასევე, რუსთაველის გამზირზე მცხოვრებლებს.

"გარეთ გამოსვლა მეშინია, ბოლო თვეებია ცენტრალურ გზადაა ქცეული ეს ქუჩა, ყველა მანქანა ამ გზაზე დადის და საავარიო სიტუაციაა ყოველდღე, ბავშვები სახლში მყავს ამის გამო ჩაკეტილი, ყველგან დავრეკე,  მაგრამ არავინ გვაქცევს ყურადღებას'', - ამბობს რუსთაველის გამზირზე მცხოვრები ლეილა მიქაძე.





Print